ყოფილი BMF-ის ქამრის მფლობელი ხორხე მასვიდალი, დიდ ხნიანი პაუზის შედმეგ დაბრუნებას აპირებს. მასვიდალს ბოლო 4 შეხვედრა მარცხით აქვს დასრულებული, მაგრამ როგორც ის ირწმუნება, იგი აპრილში, მაიამიში იჩხუბებს და მისი სავარაუდო მეტოქე კონორ მაკგრეგორი ან ლეონ ედვარდსი იქნება. მასვიდალისთვის ბრძოლის ვარიანტები ორივე მებრძოლთან აქვს, მაგრამ მისი მთავარი სამიზნე მაინც ირლანდიელია.
"მე მინდა რომ ეს კონორი იყოს, რადგან გავიგე, რომ მასაც ამ დროს სურს ბრძოლა" - იძახის მასვიდალი ინტერვიუში - "მას არასოდეს უხსენებია ჩემი სახელი, რადგან იცის რომ თავს წავაძრობ. თუ ის და UFC დაუშვებს ამ შეცდომას, მე მას თავს მოვაძრობ აპრილში, მაიამიში. მაგრამ მე ჯერ ზუსტად არვიცი მას უნდა თუ არა ეს. მან იცის რომ დავანგრევ და ცუდი სანახავი იქნება. მე მასთან არ ვიჭიდავებ, მე მას დგომში ვეჩხუბები გავანადგურებ. მას არ უხსენებია ჩემი სახელი და ამას თავისი მიზეზი გააჩნია..."
"ისინი იძახიან, რომ მას შეიძება ამის სურვილი ქონდეს. თუ მას ეს უნდა, ძალიან კარგი, მე მას მოვკლავ და თუ არა, მაშინ ლეონ ედვარდს შევხვდები. მე და მას ისტორია გვაქვს და დროა ეს ყველაფერი გადავწყვიტოთ. არც მას აქვს ჩხუბი ჩანიშნული და არც მე. მოაწერე კონტრაქტს ხელი და სახეს გაგიტეხავ" - ამბობს მასვიდალი ყოფილ ქვე-საშუალო წონის ჩემპიონზე.
ოფიციალურად დადასტურდა, რომ გიგა ჭიკაძე 14 ნოემბერს აბუ დაბიში დაგეგმილ RAF-ის ივენთზე იჭიდავებს. მისი მეტოქე იქნება წარსულში UFC-ის მებრძოლი, ზაბიტ მაგომედშარიპოვი, რომელმაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო 2022-ში სპორტული კარიერა დაასრულა. დაღესტნელი ვეტერანის ბო…
UFC-ის კომენტატორმა, ჯო როგანმა ჯასტინ გეიჯის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მსუბუქი წონითი დივიზიონის ამჟამინდელ ჩემპიონს შეუძლია კარიერის დასრულება, რადგან მას დასამტკიცებელი აღარაფერი აქვს. ამერიკელმა პოდკასტერმა "ჰაილაითს" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლიც უწოდა. "ის, რაც…
უკვე ბევრი ითქვა იმის თაობაზე, თუ როგორი კონკურენტული დივიზიონია UFC-ის მსუბუქი წონა. ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, ჩარლზ ოლივეირა, არმან ცარუკიანი, პედი პიმბლეტი, მაურისიო რუფი და სხვები. სადაც არ უნდა გავიხედოთ, 70 კილოგრამში ყველგან ვარსკვლავურ მებრძოლს წავაწყდებით. ჯასტინ გეიჯი…
ოფიციალურად დადასტურდა, რომ ალექსანდრე თოფურიასა და სანტიაგო ლუნას ბრძოლა გაიმართება 21 ნოემბერს, დოჰაში დაგეგმილ Fight Night-ზე. როგორც გვახსოვს, მექსიკელმა მოწინააღმდეგემ ქართველი მებრძოლი ჯერ კიდევ აპრილში გამოიწვია. იმის შემდეგ, პოტენციურ ოპონენტთა სიაში ფიგურირებდნენ ბრაის მ…
სანტიაგო ლუნამ ისაუბრა თავისი მომდევნო მეტოქის, ალექსანდრე თოფურიას შესახებ. შეგახსენებთ, რომ მათი ბრძოლა გაიმართება 21 ნოემბერს, დოჰაში ჩანიშნულ Fight Night-ზე. მექსიკელი მებრძოლის თქმით, ქართველი მოწინააღმდეგე მის დანოკაუტებას ვერ შეძლებს. "გარანტიას გაძლევთ, რომ ალექსანდრე ჩემ…
ჯასტინ გეიჯი ილია თოფურიას ხმაურიან განცხადებას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა ივარაუდა, რომ ამერიკელი ვეტერანის ხელთათმანებში შესაძლოა რაღაც საგანი ყოფილიყო. აღნიშნული თეორია თვეებია, რაც აქტუალურობას არ კარგავს. "არ მწყენია ის, რაც თოფურია…
ჯასტინ გეიჯი თვლის, რომ ილია თოფურია ვეღარ გახდება მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, რადგან ის კონკურენტებს გაბარიტებით ჩამოუვარდება. ამერიკელმა მებრძოლმა ქართველ ოპონენტს ურჩია 66 კილოგრამში დაბრუნება და ალექს ვოლკანოვსკისთან ჩხუბი. "თოფურია მსუბუქწონოსანი არ არის. ვფიქრობ, ის…