ოფიციალურ მატჩებში ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი კრიშტიანო რონალდუს აქვს გატანილი. ტოპ 15-ში მხოლოდ 4 ფეხბურთელია, ვინც საუკეთესო ბომბარდირებშია და დღესაც თამაშობს.
რონალდუს შემდეგ, სამეულში მოწინავე პოზიციები ლეო მესის და პელეს უკავიათ.
ყველა დროის საუკეთესო 15 ბომბარდირი მხოლოდ ოფიციალურ მატჩებში:
15. ზლატან იბრაჰიმოვიჩი | 561 გოლი | 1999-2023
14. გლენ ფერგიუსონი | 563 გოლი | 1987-2011
13. ეუსებიო | 578 გოლი | 1960-1978
12. ლუის სუარესი | 587 გოლი | 2005-დღემდე
11. აბე ლენსტრა | 624 გოლი | 1936-1963
10. ჯო ბემბრიკი | 626 გოლი | 1926-1943
9. გერდ მიულერი | 634 გოლი | 1964-1981
8. ჯიმი ჯონსი | 639 გოლი | 1947-1964
7. რობერტ ლევანდოვსკი | 669 გოლი | 2008-დღემდე
6. ჯოზეფ ბიკანი | 722 გოლი | 1931-1955
5. ფერენც პუშკაში | 725 გოლი | 1943-1966
4. რომარიო | 756 გოლი | 1985-2007
3. პელე | 762 გოლი | 1957–1977
2. ლიონელ მესი | 855 გოლი | 2004-დღემდე
1. კრიშტიანუ რონალდუ | 929 გოლი | 2002-დღემდე