მანჩესტერ სიტისა და მადრიდის რეალის შეხვედრაში ჯუდ ბელინგემმა გამარჯვების მომტანი გოლი ვინისიუს ჟუნიორის საგოლე გადაცემით გააკეთა. ბრაზილიელ ფორვარდს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის პლეიოფში საერთო ჯამში უკვე 13 ასისტი დაუგროვდა. ამ მაჩვენებლით "სამეფო კლუბის" შემტევმა ლეო მესის გადაასწრო.
აღსანიშნავია, რომ "ბლანკოსის" ამჟამინდელ შვიდიანზე წინ არის მხოლოდ სამი ფეხბურთელი - ანდრეს ინიესტა (14 საგოლე გადაცემა), ფრანკ რიბერი (15 საგოლე გადაცემა) და კრიშტიანუ რონალდუ (17 საგოლე გადაცემა). როგორც ვხედავთ, 24 წლის ფორვარდს სჭირდება 5 ასისტი თავისი კერპის მიღწევის დასაჩრდილად.
1. კრიშტიანუ რონალდუ - 17 ასისტი
2. ფრანკ რიბერი - 15 ასისტი
3. ანდრეს ინიესტა - 14 ასისტი
4. ვინისიუს ჟუნიორი - 13 ასისტი
5. ლიონელ მესი - 12 ასისტი