რიგაში გამართულ წილისყრას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე დაესწრო, საქართველოს მეტოქეების გარკვევის შემდეგ კი ჯგუფური ეტაპის შესახებ ისაუბრა:
"მარტივი ჯგუფი არ არის, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ რომ ევრობასკეტზე მარტივი ჯგუფი არ არსებობს. მთავარია, სამწვრთნელო შტაბთან ერთად, კარგი მოსამზადებელი ეტაპი დავგეგმოთ და ტურნირს მთელი გუნდი ოპტიმალურ ფორმაში და ჯანმრთელად შეხვდეს. რა თქმა უნდა, ჯგუფიდან გასვლის შანსი არსებობს. შემდეგი ეტაპი უკვე რიგაში ჩატარდება. წარმატება ვუსურვოთ ჩვენ ნაკრებს. იმედი მაქვს, ქართველი გულშემატკივარი ჩვენი გუნდის საქომაგოდ კვიპროსზე ჩამოვა."
ევერობასკეტის C ჯგუფის მასპინძელი ქვეყანა კვიპროსი იქნება. მატჩები ლიმასოლში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატი სტარტს 27 აგვისტოს აიღებს და 14 სექტემბერს დასრულდება.










