როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მეთხუთმეტედ გახდა.
"სამეფო კლუბის" თავდამსხმელი, ვინისიუს ჟუნიორი, გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ორ ფინალში გოლი გაიტანა.
პირველად ბრაზილიელმა თავდამსხმელმა გაუტანა ლივერპულს, 2021/2022 წლების ფინალში, მეორედ კი ამ სეზონში - დორტმუნდის ბორუსიას.
მეორე გოლის გატანის მომენტისთვის რეალის ფორვარდი 23 წლის და 325 დღის იყო. ამ მაჩვენებლით მან ჩამოიტოვა წინა რეკორდსმენი, ლიონელ მესი.
არგენტინელ შემტევს გაუტანია 2009 და 2011 წლების ფინალებში და მეორე გოლის მომენტში ის 23 წლის და 338 დღის იყო.