Le Parisien-ის ჟურნალისტმა, ლორან პერინმა პარის სენ-ჟერმენის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ დედაქალაქური გუნდი წარსულში აქტიურად ცდილობდა ვინი ჟუნიორის გადმობირებას და ფრანგმა რეპორტიორმა ამ საკითხზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შემდეგ, ბრაზილიელი ფორვარდის საჭიროება პსჟ-ში აღარ არის.
"ვინისიუსი პარის სენ-ჟერმენში? ის თამაშობს მარცხენა ფლანგზე, მათ კი ამ პოზიციაზე კვარაცხელია და ბარკოლა ჰყავთ. მისი საჭიროება ნამდვილად არ არის და ამის გარდა, ჟუნიორის პსჟ-ში ტრანსფერი რამდენიმე პრობლემასთან იქნებოდა კავშირში. სკანდალური იმიჯი, მაღალი სატრანსფერო ღირებულება და ხელფასი...პარიზელებს ასეთი მოთამაშე არ სჭირდებათ.
რაც შეეხება ხვიჩას, მას "ლურჯ-წითლების" სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული ნამდვილად არ აქვს. ბრედლის გარდა, დედაქალაქურ გუნდს ქართველი ვინგერის პოზიციაზე დუეც ჰყავს. როგორი უნდა იყოს ენრიკეს გუნდის ძირითადის ტრიო? ამას სეზონის მიმდინარეობა გვიჩვენებს", - განაცხადა Le Parisien-ის ჟურნალისტმა.