ვინისიუსი: "მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მივიღე"

"დავინახე მანჩესტერ სიტის ფანების მიერ გამოკრული ბანერი, რომელმაც კიდევ უფრო დიდი მოტივაცია მომცა — როდესაც მეტოქის გულშემატკივრები ასეთ რაღაცას აკეთებენ, მე უფრო ძლიერი ვხდები და დიდებულ მატჩს ვატარებ."
"ჩემი მომავალი? მე გადაწყვეტილება უკვე მივიღე — ახალი კონტრაქტის დეტალებს უახლოეს დღეებში მოვაგვარებთ და რეალში კიდევ დიდი ხანი დავრჩები" — განაცხადა 24 წლის ბრაზილიელმა შემტევმა.









