ლიონელ მესიმ თავის უკანასკნელ ინტერვიუს დროს მონაწილეობა მიიღო ბლიც-გამოკითხვაში, რომელშიც მან რამდენიმე უცნაურ კითხვას გასცა პასუხი. აუცილებელი პირობა მდგომარეობდა იმაში, რომ არგენტინელ ფლეიმეიქერს უნდა დაესახელებინა ფეხბურთელი, რომლის გვერდითაც მას უთამაშია.
- ვისთან ერთად წახვიდოდი უკაცრიელ კუნძულზე?
- როდრიგო დე პოლთან ერთად.
- ვინ წუწუნებს მოედანზე ყველაზე მეტს?
- როდრიგო დე პოლი.
- ვის მიანდობდი შენს ინსაგრამს ერთი დღით?
- ანხელ დი მარიას.
- ვისთან არ დატოვებდი ბავშვებს?
- დიბუ მარტინესთან.
- ვინ იღებს ხუმრობებს სხვებზე მძიმედ?
- ანხელ დი მარია.
- ვინ ხარჯავს ყველაზე მეტ ფულს ტანსაცმელზე?
- ნიკოლას ოტამენდი.
“Yo me pongo lo que se pone Ota y parezco UN PELOTUD*”.
— Ataque Futbolero (@AtaqueFutbolero) January 8, 2026
Lionel Messi. 😅🗣️ pic.twitter.com/CI9czQLHp0












