ჩაბი ალონსოს ხელმძღვანელობით, ლევერკუზენი სრული სვლით წინ მიიწევს — "ფარმაცევტებმა" ბუნდესლიგის 22-ე ტურში, ჰაიდენჰაიმთან მორიგ გამარჯვებას მიაღწიეს, ანგარიშით 1:2.
22 ტური, 18 გამარჯვება, 4 ფრე და 58 ქულა - უპირობო ლიდერობა და +8 ქულა ბაიერნთან ლაივ რეჟიმში.
ალონსოს გუნდმა ამ სეზონის განმავლობაში, ყველა ტურნირზე, ჯამში 95 გოლის გატანა მოახერხა, რაც დამეთანხმებით, უბადლო შედეგია. ამ სეზონზე, ლევერკუზენის შემადგენლობაში, ალბათ, ყველა კარგ ფორმაშია, თუმცა რამდენიმე ფეხბურთელის გამორჩევა მაინც შეგვიძლია:
ჟერემი ფრიმპონგი, 23 წლის მარჯვენა უკანაფრთა - 9 გოლი და 10 საგოლე გადაცემა;
ალეხანდრო გრიმალდო, 28 წლის მარცხენა უკანაფრთა - 10 გოლი და 11 საგოლე გადაცემა;
ვიქტორ ბონიფესი, 23 წლის ფორვარდი - 16 გოლი და 8 საგოლე გადაცემა;
ფლორიან ვირცი, 20 წლის ნახევარმცველი - 8 გოლი და 16 საგოლე გადაცემა;
და ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, ალონსოს გუნდში ყველა იდეალურად არის შეთამაშებული და შედეგიც ლოგიკურია, ლევერკუზენი შეუჩერებელია, მისი მიზანი კი მარტივია - ბუნდესლიგის და ევროპა ლიგის მოგება!