ვინ ჩაიბარებს მანჩესტერ სიტის გვარდიოლას წასვლის შემთხვევაში?

ბრიტანული მედიის ცნობით, მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობა პეპ გვარდიოლას შეცვლაზე მუშაობს და მისი წასვლის შემთხვევაში, რუბენ ამორიმის კანდიდატურას განიხილავს.
39 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი სპორტინგში 2020 წლიდან მუშაობს და მისი თავკაცობით გუნდმა 224 მატჩიდან 158-ის მოგება მოახერხა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში, მისი გუნდი პორტუგალიის ჩემპიონატის გამარჯვებული 2-ჯერ გახდა.








