მადრიდის რეალის ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელები კარიმ ბენზემა და მარსელო ვიეირა არიან, მათ ამ გუნდთან ერთად საერთო ჯამში 25 თასი მოიგეს. მე-2 პოზიციას, 24-24 ტიტულით, იყოფენ ლუკა მოდრიჩი და ნაჩო ფერნანდესი, რომლებიც დღემდე "სამეფო კლუბის" მოქმედი მოთამაშეები არიან.
იმის გათვალისწინებით, რომ "ბლანკოსი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა და ამ გუნდს ლა ლიგის მოგების შესანიშნავი შანსიც აქვს, არაა გამორიცხული, ლიდერთა სიაში გადანაცვლებები მოხდეს. ორივე ტურნირის მოგების შემთხვევაში, ხორვატ და ესპანელ მოთამაშეებს 26 ტიტული ექნებათ, რის შედეგადაც ისინი პირველ პოზიციაზე გადაინაცვლებენ.
ამ ორიდან ერთი თასის მოპოვების შემთხვევაში კი პირველ ადგილზე ოთხხელისუფლებიანობა იქნება. შეგახსენებთ, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 1/2 ფინალში კარლო ანჩელოტის გუნდის მეტოქე იქნება მიუნხენის ბაიერნი, პრიმერა დივიზიონში კი მე-2 პოზიციაზე მყოფ ბარსელონასთან სხვაობა 8 ქულას შეადგენს.