ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრების შემადგენლობას ხვალ დაასახელებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი საწვრთნელ შეკრებაზე გამოძახებულ ფეხბურთელთა შემადგენლობას დაასახელებს.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები გერმანიაში EURO 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს. 18 ივნისს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 22 ივნისს, ჰამბურგში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას კი ჩვენი გუნდი 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.







