ვილი სანიოლი: „მთავარია, რომ სახლში ვთამაშობთ, ეს ისტორიული მატჩია და ჩვენი მიზანი გამარჯვება იქნება, ხვიჩასთან ერთად, თუ მის გარეშე გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.
ჩემი სურვილი იყო ჯაბა კანკავა დაბრუნებულიყო ნაკრებში. ჩემთვის მნიშვნელოვანია გუნდში მისი ყოფნა, მოედანზე, თუნდაც 5 წუთით, გამოსვლა და გუნდის დახმარება. ბევრს ვფიქრობდით ამ გადაწყვეტილების შესახებ და ძალიან მიხარია, რომ დაბრუნების წინააღმდეგი არც თავად ჯაბა იყო.
ჩვენ ბოლო პერიოდში ბევრი ახალი ფეხბურთელი გამოვცადეთ, ყველა მოთამაშე, რომელიც ამ ეტაპზე გამოვიძახე იმსახურებს ნაკრებში ყოფნას და ყველა მზადაა ორი თამაშისთვის."
ლუქსემბურგთან მატჩზე
- ერთა ლიგისა და საკვალიფიკაციო ეტაპის შედარება რთულია, ლუქსემბურგთან და ზოგადად ამ ორ თამაშში მთავარი შედეგი იქნება, მირჩევნია ნაკლებად სანახაობრივი მატჩი იყოს და გავიმარჯვოთ. ლუქსემბურგის თამაშსს გავარჩევთ და შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ.
მეტოქის შეფასებისგან თავს ვიკავებდი, ახლაც არ მსურს ამაზე საუბარი, ყველას მოვუწოდებ ლუქსემბურგს პატივი სცენ, მათ უკვე დაამტკიცეს, რომ პატივისცემას იმსახურებენ. პრობლემები ყველას აქვს. მატჩის დღეს მნიშვნელობა არ ექნება ისინი რას ფიქრობენ ჩვენზე და ჩვენ რას ვფიქრობთ მათზე, მთავარი მენტალობა იქნება.
ჩვენი ფეხბურთელები მოტივირებულები არიან, წნეხი არსებობს, პროფესიონალი ფეხბურთელობა ნიშნავს ასეთი თამაშებისთვის მზადყოფნას. ჯაბას დაბრუნება მოტივაციაა გუნდისთვის, მაგრამ გურამ კაშია კაპიტნის სამკლაურს შეინარჩუნებს.
ორი ფორვარდით თამაშზე
- არაა გამორიცხული მიქაუტაძე და ზივზივაძე ორივე ერთად ვათამაშო, მაგრამ როცა შევიკრიბებით და ვარჯიშს ჩავატარებთ, შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას.
ირაკლი აზაროვზე
- ირაკლი აზაროვი კარგი მოთამაშეა, თუმცა შეცდომები ჰქონდა შოტლანდიასთან. მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამ მატჩისთვის არ გამომეძახებინა, შეცდომების გამოსწორების დრო აღარაა, ამ ეტაპზე შენგელია და წიტაიშვილიც კარგ ფორმაში არიან.
რაც შეეხება საბა ლობჟანიძეს, მას პიროვნულად დიდად ვაფასებ, საბა ამერიკაში თამაშობს და სანაკრებო თამაშის წინა დღეს იქ აქვს თამაში, ვფიქრობ, ხანგრძლივი ფრენის შემდეგ მზად არ იქნება ამ მატჩისთვის. ამის გათვალისწინებით მივიღე გადაწყვეტილება, რომ არ გამომეძახებინა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვა შემთხვევაში ნაკრებში არ იქნება.
გიორგი არაბიძეზე
- არაბიძე გაფართოებულ შემადგენლობაში იყო. კარგი სეზონი ჰქონდა, ბევრი გოლი გაიტანა, თუმცა მისი თამაშის ინტენსივობით არ ვიყავი კმაყოფილი. შეიძლება მე არ ვარ კარგი მწვრთნელი, მაგრამ რეალობაა ისაა, რომ თანამედროვე ფეხბურთში მაღალი ტემპით თამაში უმნიშვნელოვანესია. თუ მომავალში გიორგი ამ კრიტერიუმს გამოასწორებს, ის ნაკრებში აუცილებლად იქნება. გასულ კვირას მის თამაშს დავესწარი, ქუთაისის მატჩებს და მის გოლებს ვუყურებ."










