პოლ პოგბამ იმედი გამოთქვა, რომ ტურინის იუვენტუსში დაბრუნებას შეძლებს. შეგახსენებთ, რომ დისკვალიფიცირებულ ნახევარმცველს მოედანზე გამოსვლა მარტში შეეძლება. პრესაში იწერება იმის შესახებ, რომ "ბებერი ქალბატონი" ფრანგ შუახახელს კონტრაქტს გაუწყვიტავს, მაგრამ თავად მოთამაშეს სხვა გეგმები აქვს.
"იუვენტუსის ფეხბურთელი ვარ და მინდა, რომ ვიყო საუკეთესო მოთამაშე როგორც საფრანგეთის ნაკრებში, ისე ამ გუნდშიც. მოტასთან ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ჩემს სათქმელს მოედანზე ვიტყვი. მარტისთვის სრულფასოვნად ვიქნები მზად როგორც ვარჯიშებისთვის, ისე ტურინული კლუბის მაისურით თამაშისთვის.
სერია ა-ს სხვა გუნდში გადასვლა? - ეს შეუძლებელია. მხოლოდ "ბებერ ქალბატონში" დაბრუნებაზე ვარ კონცენტრირებული. დისკვალიფიკაციის პერიოდმა შემცვალა, ახლა სხვა ადამიანი ვარ. მინდა, რომ ეს ყველაფერი მოედანზე გაჩვენოთ", - განაცხადა "ბიანკონერის" უკანახაზელმა.