ლეჩესა და უდინეზეს შეხვედრაში ძალიან უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა - 29-ე წუთზე სტუმრებმა პენალტი მოიპოვეს და მიუხედავად იმისა, რომ "ზებრების" მხრიდან 11-მეტრიანების მთავარი შემსრულებელი, ფლორიან ტოვენი მოედანზე იყო, ბურთი ლორენცო ლუკამ აიღო და არავის დაუთმო.
ალექსის სანჩესი და ფრიულელთა სხვა ფეხბურთელები იტალიელი თავდამსხმელის შეერებას ცდილობდნენ, თუმცა მან პენალტი მაინც დაარტყა. გოლი გავიდა და "შავ-თეთრებმა" სწორედ ამ 11-მეტრიანის დამსახურებით მოიგეს, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სტუმართა სხვა მოთამაშეებმა ამსტერდამის აიაქსის ექს-ფორვარდთან ერთად გოლი არ აღნიშნეს.
ყველაზე საინტერესო კი არის ის, რომ სკანდალური პენალტის შესრულების შემდეგ, ბლუენერჯი სთეიდიუმის ბინადართა მთავარმა მწვრთნელმა, კოსტა რუნიაიჩმა 24 წლის ფორვარდი მოედნიდან გაიყვანა.