NBA-ის მორიგი შეხვედრა გაიმართა მაიამიში, სადაც მაყურებელმა ადგილობრივი ჰიტისა და ვაშინგტონ უიზარდსის დაპირისპირება იხილა. მატჩი საბოლოო ჯამში საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა, სადაც გამარჯვება მაიამის დარჩა, 150-129.
ამ შეხვედრაში საოცარი ფაქტი დაფიქსირდა — ბემ ადებაიომ ვაშინგტონ უიზარდს არც მეტი, არც ნაკლები 83 ქულა ჩაუგდო, რითაც ლეგენდარული კობი ბრაიანტის შედეგი გააუმჯობესა და NBA-ის ისტორიაში მეორე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა!
შეგახსენებთ, ერთ მატჩში ჩაგდებული ყველაზე მეტი ქულა, კერძოდ 100, უილტ ჩემბერლინს ეკუთვნის, კობის ანგარიშზე კი 81 ქულაა.
იხილეთ ბემ ადებაიოს საუკეთესო მომენტები გუშინდელი მატჩიდან
83 POINTS FOR BAM ADEBAYO.
— NBA (@NBA) March 11, 2026
THE SECOND-MOST EVER.
Wilt: 100
Bam: 83
Kobe: 81 pic.twitter.com/5AxI6j8m35
![[VIDEO] სრული სიგიჟე მაიამიში — ადებაიოს 83 ქულა და NBA-ის ისტორიაში მეორე საუკეთესო შედეგი!](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FgLTTmuU78BHrikJm0Wd01chqcWTkvMdr.webp&w=3840&q=75)











