ალ ნასრი დამარცხდა ალ ქადსიასთან და საუდი პრო ლიგის ლიდერს, ალ ჰილალს ოთხი ქულით ჩამორჩა. მატჩი ემოციურად მძიმე გამოდგა კრიშტიანუ რონალდუსთვის, რომელმაც მართალია შეაგდო 11-მეტრიანი, მაგრამ რიადელები წაგებისგან ვერ გადაარჩინა. აღნიშნულ შეხვედრაში იყო ორი მომენტი, როცა პორტუგალიელი ფორვარდი კამერების ყურადღების ცენტრში მოექცა.
"ყვითლების" კაპიტანმა ჯერ გააკრიტიკა თანაგუნდელი უესლი გასოვა, იმისთვის, რომ ამ უკანასკნელმა რეალური მომენტი ვერ გამოიყენა. მეორე ეპიზოდში კი, რომელიც იყო შეხვედრის მიწურულს, ჟორჟე ჟეზუსის გუნდის მე-7 ნომერმა სცადა კიდევ ერთი 11-მეტრიანის მოპოვება, მაგრამ მსაჯს წესების დარღვევა არ დაუფიქსირებია.
Cristiano Ronaldo s’en est pris à Wesley sur l’une des dernières actions du match. ☹️
— SPL 🇸🇦 (@ActuSPL) January 8, 2026
Il lui reprochait de ne pas avoir suivi l’action.
pic.twitter.com/FyCdbABsP0
Ronaldo asked for a penalty for missing the ball in the air! Jehovah! 🤦♂️ pic.twitter.com/V1UTeUVtSS
— BeksFCB (@Joshua__Ubeku) January 9, 2026
![[VIDEO] სიმულაცია და განრისხება თანაგუნდელზე - კრიშტიანუ რონალდუს ემოციურად მძიმე მატჩი](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FMRfp9N7IYWsjjkX7GDkarvY5NfXPdXYV.webp&w=3840&q=75)











