მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ბოტაფოგომ პარის სენ-ჟერმენი დაამარცხა. აღნიშნულმა ფაქტმა გააბედნიერა ლიონის ოლიმპიკის პრეზიდენტი, ჯონ ტექსტორი და ამ ყველაფერს ორი მიზეზი აქვს. პირველი: "ლომების" გარდა, ის რიო-დე-ჟანეირული კლუბის მთავარი მეწილეც არის.
აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ პსჟ სწორედ ამერიკელი ბიზნესმენის გუნდმა დაამარცხა. მეორე მიზეზი - კონფლიქტი ლიგა 1-ის მთავარი დომინანტის პრეზიდენტთან, ნასერ ალ-ხელაიფისთან. მათი დაპირისპირება დაიწყო კლუბების სატელევიზიო უფლებების განაწილების საკითხის გამო, შემდეგ კი ამ ყველაფერმა სატრანსფერო ბაზარზე გადაინაცვლა.
ჟერლანის ბინადრების პრეზიდენტი ღიად აფიქსირებდა პროტესტს იმის გამო, რომ ასტრონომიული თანხების ხარჯვის მიუხედავად, პარიზელები მუდამ დაუსჯელნი რჩებოდნენ. 59 წლის ბიზნესმენს არაერთხელ გაუკრიტიკებია როგორც კატარელი კონკურენტი, ისე მისი კლუბიც.
Um de nós.
— Joãozinho do bom dia ★彡 #BOTAFOGO (@joaocotista) June 20, 2025
John Charles Textor, obrigado por devolver ao Botafogo o protagonismo.
O Botafogo, a cada dia, volta para o lugar de onde jamais deveria ter saído.pic.twitter.com/8ugtdS3tU6
![[VIDEO] როცა მოსისხლე მტერი მაინც დაამარცხე - ლიონის პრეზიდენტის რევანში პსჟ-ზე](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FCy30KNmrIGVf6D2LOZaV0nWu9iuXQBA4.webp&w=3840&q=75)











