როგორც მოგეხსენებათ, მილანისა და როტერდამის ფეიენოორდის შეხვედრაში სანტიაგო ხიმენესმა სტუმრების კარი 37-ე წამზე აიღო. საინტერესოა, რომ ეს არ არის "როსონერის" ყველაზე სწრაფად გატანილი ბურთი ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ისტორიაში. მექსიკელ ფორვარდზე წინ ალეშანდრე პატო არის.
ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ბარსელონას გაუტანა 24-ე წამზე, 2011/2012 წლების სეზონში, ჯგუფურ ეტაპზე. როგორც ვხედავთ, "შავ-წითლების" ახალწვეულ ფორვარდს ახალ რეკორდამდე 14 წამი დააკლდა. საინტერესოა, რომ მან აჯობა პაოლო მალდინის, რომელმაც სტამბოლურ ფინალში ლივერპულის კარი 50-ე წამზე აიღო.
"ეშმაკების" შვიდიანის სწრაფი გოლის მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდნენ მაინც "ფერმერები", რადგან შეხვედრა დასრულდა 1:1, პირველი მატჩი კი ნიდერლანდელებმა მოიგეს. შეგახსენებთ იმასაც, რომ 23 წლის ფორვარდმა ჩემპიონთა ლიგის 1 სეზონში ბურთი გაიტანა როგორც "თეთრ-წითლების" მოთამაშის რანგში, ისე მათ წინააღმდეგაც. ქვემოთ კი შეგიძლიათ იხილოთ სან სიროს ბინადრების ექს-შემტევის ლეგენდარული გოლი: