ნაპოლის ყოფილი ცენტრალური მცველი, ლეო ოსტიგორი იყო ერთ-ერთი პოდკასტის სტუმარი, რომელშიც ყველაფერი საინტერესო დაიწყო მას შემდეგ, რაც მან ვიქტორ გიოკერეშს დაურეკა. წამყვანმა გოლეადორს ჰკითხა, თუ რომელ კლუბში გააგრძელებს ის კარიერას, ლონდონის არსენალში, თუ სხვაგან?
შვედ თავდამსხმელს არაფერი დაუდასტურებია, თუმცა ბოლოს ნორვეგიელმა ცენტრალურმა მცველმა მას უთხრა საინტერესო ფრაზა, რომელიც უკავშირდებოდა "მეთოფეებში" გადასვლას, რაზეც გოლეადორმა გაიცინა.
პოდკასტის წამყვანი: სად გადადიხარ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს? მოგვეცი მინიშნება, არსენალია? სხვა ალტერნატივებიც არის?
გიოკერეში: ჯერჯერობით არავინ არაფერი იცის. მინდა გითხრათ რამე საინტერესო, თუმცა ამ ეტაპზე მეც არაფერი ვიცი.
ოსტიგორი: სასიამოვნო იყო შენთან საუბარი. მალე შევხვდებით. მომწერე, როცა არსენალთან ყველაფერს შეათანხმებ.
გიოკერეში: კი, კი, რა თქმა უნდა!
🚨 Viktor Gyökeres hablando por FaceTime con su excompañero Leo Østigård sobre su posible próximo club:
— Daniel (@Lord_Nygma) June 2, 2025
🗣️ “Viktor, un placer hablar contigo. Escríbeme cuando todo esté firmado y arreglado con el Arsenal…”
Viktor Gyökeres: “Sí, sí, claro.” 👀
🎥 Vía @flymoduspod en TikTok pic.twitter.com/IpSMKZyuZk
![[VIDEO] ოსტიგორმა გიოკერეშის მომავალი გუნდი გააჟღერა?](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FmqTlcSOSaNff3PYgUsEJB1HCOIZ3KoXD.webp&w=3840&q=75)











