ზურიკო დავითაშვილის სახელს უკავშირებენ არაერთ გუნდს, თუმცა ახალგაზრდა გარემარბი ჯერჯერობით სენტ-ეტიენშია. ფრანგულმა კლუბმა უკვე დაიწყო ახალი სეზონისთვის მზადება და "ლეს ვერტსის" განკარგულებაში ქართველი ვინგერიც არის. ცოტა ხნის წინ გაიმართა ამხანაგური შეხვედრა შვეიცარიულ ეტუალსთან, რომელიც "მწვანეებმა" 3:1 მოიგეს.
საქართველოს ნაკრების გარემარბი მოედანზე გამოჩნდა მეორე ტაიმში და 59-ე წუთზე მან გოლიც გაიტანა. ახალგაზრდა შემტევმა აჯობა ორ მეტოქეს, ბოლოს კი გოლკიპერს ბურთი თავზე გადაუგდო.
🔙 Et le joli piqué de Zuriko Davitashvili pour conclure le succès stéphanois ! 📹💚 pic.twitter.com/BjY1cZJN01
— AS Saint-Étienne (@ASSEofficiel) July 5, 2025
![[VIDEO] მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო - ზურიკოს ეფექტური გოლი ამხანაგურ მატჩში](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FTdj1WM40nUh6gsWXtbi2l1sVc8If9RyY.webp&w=3840&q=75)











