მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე კიდევ ერთი მატჩი ატლანტაში გაიმართა, სადაც მაყურებელმა ინტერ მაიამისა და პორტოს საკმაოდ საინტერესო და სანახაობრივი დაპირისპირება იხილა. 90 წუთის განმავლობაში გუნდებმა ერთმანეთს არაფერი დაუთმეს, გამარჯვება კი საბოლოო ჯამში ხავიერ მასკერანოს გუნდს დარჩა.
ამ შეხვედრაში მორიგი შედევრი შემოგვთავაზა ლიონელ მესიმ, რომელმაც პორტოს ულამაზესი ჯარიმა გაუტანა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.
იხილეთ ლიონელ მესის გოლი
53' ARE YOU NOT ENTERTAINED? 🐐
— DAZN Football (@DAZNFootball) June 19, 2025
Messi scores a GORGEOUS free kick goal and @InterMiami are now leading 2-1 versus @FCPorto!
Watch the @FIFACWC | June 14 - July 13 | Every Game | Free | https://t.co/i0K4eUtwwb | #FIFACWC #TakeItToTheWorld #MIAFCP pic.twitter.com/KvshKKFrrY
ინტერ მაიამიმ ამ გამარჯვების შემდეგ 4 ქულა მოაგროვა და 1/8 ფინალის საგზურს მიუახლოვდა.
ინტერ მაიამი 2-1 პორტო
გოლები: 0-1 სამუ ომოროდიონი (პენ.) 8', 1-1 ტელასკო სეგოვია 47', 2-1 ლიონელ მესი 54'.
![[VIDEO] ლიონელ მესის ბრწყინვალე ჯარიმა პორტოს კარში](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FiqDj8poQb2VLYrwh1UbgwX1aw92EDDGB.webp&w=3840&q=75)











