საერთაშორისო შესვენების პერიოდში ჩრდილოეთ ამერიკის ნაკრებებმა ერთმანეთში კონკაკაფის თასის ფინალისტების ვინაობა გაარკვიეს. მექსიკამ დაამარცხა კანადა, ამერიკამ კი ბევრისთვის მოულოდნელად პანამასთან წააგო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გამარჯვების მომტანი ბურთი გავიდა 95-ე წუთზე: ტურნირის მასპინძელთა კარი სესილიო უოტერმენმა აიღო.
ყველაზე საინტერესო მოხდა უშუალოდ გოლის გატანის შემდეგ, როდესაც პანამელმა თავდამსხმელმა აშშ-ს კარის აღება ტიერი ანრისთან ერთად აღნიშნა. ლეგენდარული ფრანგი ფორვარდი კორესპონდენტის ამპლუაში იყო. როდესაც ალიანსა ლიმას ყოფილ შემტევს ჰკითხეს, თუ რატომ აღნიშნა მან გატანილი ბურთი ლონდონის არსენალის ექს-კაპიტანთან, მან აღნიშნა, რომ ბედნიერი წუთების გაზიარება თავის კერპთან სურდა.
აქვე დავამატებთ, რომ კონკაკაფის თასის ფინალი გაიმართება 24 მარტს და როგორც აღვნიშნეთ, "ლოს კანალეროსის" მოწინააღმდეგე "აცტეკები" იქნებიან. ეს არის რიგით მე-4 შემთხვევა, როდესაც კარიბელები კონკაკაფის თასის ფინალში გადიან.