როგორც გუშინ უკვე გითხარით, გუშინდელი პსჟ-ლივერპულის პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, პარიზული კლუბის სპორტული დირექტორი ლუიშ კამპუში, სამსაჯო ბრიგადას დაუპირისპირდა. მხარეებს შორის სერიოზული კონფლიქტი წარმოიშვა, სადაც მონაწილეობას ათობით ადამიანი იღებდა. კამპუში ბარკოლა-კონატეს მომენტს აპროტესტებდა, რა დროსაც ამბობდა, რომ ლივერპულის მცველი გასაგდები იყო და ამ ჯარიმისთვის, პსჟ პენალტს იმსახურებდა.
როგორც ჩანს, ამ კონფლიქტში ლივერპულის ფეხბურთელებიც მონაწილეობდნენ. კადრებში კარგად ისმის მერსისაიდული გუნდის ლიდერისა და კაპიტნის ვირჯილ ვან დაიკის შეძახილი: "ეს ლიგა 1 არ არის ძმაო", - ასე უპასუხა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა პსჟ-ს სპორტულ დირექტორს.
იხილეთ ვიდეო