გუშინ ღამით, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი გაიმართა ამსტერდამში, სადაც აიაქსმა პანათინაიკოსს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში მომდევნო ეტაპზე გავიდა. პირველი მატჩის შემდეგ, ფარიოლის გუნდს ერთბურთიანი უპირატესობა ჰქონდა, გუშინდელ შეხვედრაში კი ბერძნებმა ორი მატჩის ჯამში ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, რასაც ჯერ დამატებითი ტაიმები მოჰყვა, შემდეგ კი საოცარი პენალტების სერია.
მაყურებელმა მართლაც, რომ დაუჯერებელი სანახაობა იხილა. გუნდებმა არც მეტი, არც ნაკლები 34 პენალტი შეასრულეს და ამით უეფას რეკორდი გააუმჯობესეს. გუშინდელ დღემდე რეკორდი ნიდერლანდებისა და ინგლისის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებს ეკუთვნოდათ — გამარჯვებულის გამოსავლენად 32 პენალტის შესრულება გახდა საჭირო. 2007 წელს, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ნიდერლანდებმა ინგლისს 13:12 სძლია!
საბოლოო ჯამში, აიაქსმა 13 პენალტი გაიტანა, პანათინაიკოსმა კი 12, შესაბამისად, მომდევნო ეტაპზე ნიდერლანდელები გავიდნენ.
სენეგალის დედაქალაქ დაკარში მიმდინარე IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის წევრი ემილ ისმაილოვი კრივში ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 55 კგ. წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ემილ ისმაილოვმა ავსტრალიელი მარლი დოდი 5:0 დაამარცხა და საქართველოს IV…
არმან ცარუკიანი აბუ დაბიში მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურა.შეგახსენებთ, რომ RAF-ში ჭიდაობის წინ, მერაბ დვალიშვილი იღებდა პრომო ვიდეოს, რა დროსაც მას უკნიდან უსმან ნურმაგომედოვის გუნდი თავს დაესხა. დაღესტნელების მიზანი იყო ქართველ მებრძოლთან ფიზიკური დაპირისპირება, მაგრამ არა 1-1-ზე…
გიგა ჭიკაძე აბუ დაბუში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ ვეტერან მებრძოლს ჩანიშნული აქვს ჭიდაობა ზაბიტ მაგომედშარიპოვთან RAF-ზე, 14 ნოემბერს. "ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემი ძმა, მერაბი აქ არ იმყოფება. აბუ დაბიში რამდენიმე საათით ადრე რომ ჩამოვფრენილიყავი, ახლა მეც მის…
უსმან ნურმაგომედოვი ერთ ღამეში გახდა ყველაზე საძულველი მებრძოლი, მას შემდეგ, რაც ის უკნიდან მერაბ დვალიშვილს დაესხა თავს. დაღესტნელი მებრძოლი გააკრიტიკა შერეული საბრძოლო ხელოვნებების მთელმა სამყარომ, მათ შორის მისმა თანამემამულემ, ალექსანდრ ვოლკოვმა. როგორც ვიცით, რუსი მებრძოლი მ…
აბუ დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ კვლავ აქტუალური გახდა კონორ მაკგრეგორი, ვინც წლების განმავლობაში საუბრობდა დაღესტნელების უღირს ქმედებებზე. ის, რაც შეემთხვათ მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს, ირლანდიელმა მებრძოლმა გამოიარა დიდი ხნის წინ, მაგრამ იმ დროს არავინ უსმენდა. "და…
RAF-ში ჭიდაობის წინ, მერაბ დვალიშვილი სასტუმროში იღებდა პრომო ვიდეოს, რა დროსაც მას უკნიდან უსმან ნურმაგომედოვის გუნდი თავს დაესხა და ზიანი მიაყენა. ამ ფაქტს საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ს ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია სოციალური ქსელით გამოეხმაურა. "მერაბ, საბა! მადლობა და თქვენს გვერ…
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ესპანეთის ნაკრების მატჩში ლამინ იამალის არყოფნამ უამრავი ვარაუდი და ეჭვი გააჩინა.ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციამ (RFEF) ოფიციალურად გაავრცელა ინფორმაცია, რომ მადრიდის ატლეტიკოსთან მატჩის შემდეგ ფეხბურთელს მარჯვენა მუხლის არეში დისკომფორტი ჰქონდა. ს…