ქარიმ ბენზემამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნა ვიდეო, რომელშიც ის ალ-იტიჰადში გატარებულ პერიოდს აჯამებს. საინტერესოა, რომ ერთ-ერთ მომენტში ფრანგ ფორვარდს აცვია დენის ბერგკამპის 10-ნომრიანი ლონდონის არსენალის მაისური. გულშემატკივრებმა უმალვე გაიხსენეს, თუ რა ხშირად იყო მადრიდის რეალის ყოფილი შემტევი "მეთოფეებში" გადასვლასთან.
პირველად, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც "სამეფო კლუბის" მეცხრე ნომერი ლიონში თამაშობდა. არსენ ვენგერს ძალიან უნდოდა თანამემამულის ხილვა "კანონირებში", მაგრამ ბენზემამ "ბლანკოსი" აირჩია. იმის შემდეგ, 2014 წელს, ესპანური გრანდი ცდილობდა ლუის სუარესის გადმობირებას და რაც შეეხება ფრანგ ფორვარდს, მას ემირეითსზე გაყიდვას უპირებდნენ.
ყველაფერი შეიცვალა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ჯორჯო კიელინისთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ფლორენტინო პერესმა ურუგვაელი ფორვარდის ყიდვაზე უარი თქვა. საბოლოოდ კი ლივერპულის ყოფილი შემტევი გადავიდა ბარსელონაში, ქარიმი კი ბერნაბეუზე დარჩა. რაც შეეხება მე-3 შემთხვევას, ეს იყო მაშინ, როდესაც რეალის ყოფილი ფორვარდი უკვე ჯიდაში თამაშობდა.
იყო საუბრები "ვეფხვებიდან" წასვლაზე და პირველი გუნდი, რომელიც მადრიდელების ყოფილ ცხრიანს დაუკავშირეს არსენალი იყო. ტრანსფერი არ შედგა, მაგრამ ამის მიუხედავად, 37 წლის ფორვარდმა მაინც მოირგო ლონდონელთა მაისური, თუნდაც მხოლოდ ვიდეოში.