ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი ოლივიე ჟირუმ ახალგაზრდა მაროკოელი ნახევარმცველი, აიუბ ბუადის თამაშით აღფრთოვანებულია.
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მაროკო ბრაზილიას დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა, სადაც ბუადის მაროკოელთა მხრიდან საუკეთესო იყო.
"მშვიდი და თავდაჯერებულია, რაც ფეხბურთელისთვის დიდი პლიუსია. მისი გუნდში ყოლა დიდი საჩუქარია. ბუადიმ თავისი ნიჭი პირველივე მატჩში გამოავლინა და ეს მხოლოდ დასაწყისია.
ერთადერთი, რაშიც მას მოსამატებელი აქვს არის დამასრულებელ ფაზაში სწორი თამაში და გოლის გატანა. თუ ამაშიც მომატებს, შემდეგ სეზონებში რეალ მადრიდში ითამაშებს", - განაცხადა ჟირუმ.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ჟირუ და ბუადი ერთად ლილის შემადგენლობაში თამაშობდნენ.











