სანტოსის 34 წლის ფეხბურთელმა, ნეიმარმა, მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"ვფიქრობ, ჩემი დრო ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში უკვე დასრულებულია. იქ ისტორია დავწერე. მთელი გული და სული ჩავდე ამ მაისურისთვის, მაგრამ მგონია, რომ დაბრუნება აღარ მინდა.“
ნეიმარის დებიუტი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში 2010 წელს შედგა. ბოლო წლების ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ფებხურთელმა ამ დროში 130 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 80 გოლი და 59 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.











