ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა დღეს ორი მედალი მოიპოვა.
81 კგ წონით კატეგორიაში, ქართველმა ძიუდოისტებმა ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიგეს — ლუკა ჯავახიშვილი მესამე, ხოლო ალექსანდრე ლოლაძე მეორე ადგილზე გავიდა.
მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ჯავახიშვილმა სერბ რუტოვიჩს ორი ვაზარით მოუგო, ხოლო ლოლაძე ფინალში მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებით აზერბაიჯანელ შუკუროვთან ვაზარით დამარცხდა.
ხვალ, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ბოლო საჭიდაო დღეს, საქართველოს ღირსებას 5 ძიუდოისტი დაიცავს: თამაზ კობერიძე (-90 კგ), საბა ქარდავა, შოთა გოჩიაშვილი (ორივე +100 კგ), ლიზი კვარცხავა (-78 კგ) და ნინო პაპიძე (+78 კგ) დაიცავენ.