ვერსტაპენის სასწაული ინტერლაგოსზე — ნიდერლანდელმა ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა

27 წლის ნიდერლანდელმა მრბოლელმა ინტერლაგოსის წვიმიან ტრასაზე სტარტი მე-17 პოზიციიდან აიღო, 16 ადგილი მოიგო და გრან პრის გამარჯვებული გახდა.
ბრაზილიის გრან პრიზე მოულოდნელად ორმაგი პოდიუმი აიღო ალპინმა — ესტებან ოკონი მეორე, ხოლო პიერ გასლი მესამე ადგილზე გავიდა. ჩემპიონობისთვის მებრძოლი ლანდო ნორისი კი მხოლოდ მე-6 პოზიციას დასჯერდა.
21-ე გრან პრის შემდეგ, მაქს ვერტაპენმა ლანდო ნორისთან უპირატესობა 62 ქულამდე გაზარდა და 2024 წლის სეზონის ჩემპიონობისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა — წინ მხოლოდ 3 რბოლაა დარჩენილი: ლას ვეგასში, კატარში და აბუ დაბიში.







