ფორმულა 1-ის წლევანდელი სეზონის მესამე გრან პრის ავსტრალიამ უმასპინძლა. გრან პრი ფერარის ესპანელი პილოტის, კარლოს საინსის გამარჯვებით დასრულდა.
რბოლის სტარტზე, მოქმედ ჩემპიონს ტექნიკური პრობლემა შეექმნა და მალევე ბოლიდის გაჩერება მუწია. ბოქსებში დაბრუნებულმა მაქს ვერსტაპენმა კომენტარი გააკეთა.
"მუხრუჭები გადახურდა და ცეცხლი გაჩნდა, რამაც ბოლიდი უმართავი გახადა. იმედგაცრუებული ვარ, რადგან კარგად გამოვიყურებოდი და გასახურებელ წრეზეც ყველაფერი კარგად იყო."
"სამწუხაროა, როდესაც რბოლას ტექნიკური პრობლემების გამო ეთიშები. უკანა მარჯვენა მუხრუჭი ყოველთვის აქტიურია და ამან გამოიწვია მისი გადახურება. ფორმულა 1-ში შეიძლება ყველაფერი მოხდეს" - განაცხადა მოქმედმა ჩემპიონმა.