ვერსტაპენი: "ბოლიდი კენგურუსავით დახტის და თავს მატკივებს"

მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, მაქს ვერსტაპენი, ბოლიდით უკმაყოფილოა, მედიასთან გაკეთებულ კომენტარში მან განაცხადა, რომ რედ ბული არასტაბილურია.
"ბოლიდი არასტაბილურია და ზედმეტად მოძრაობს მოსახვევებში - კონფიგურაციის შეცვლის შემდეგ, უცნაური სამართავი გახდა. ბოლიდი კენგურუსავით დახტის და თავს მატკივებს" - აღნიშნა ვერსტაპენმა.
ორი პრაქტიკის შემდეგ გამოჩნდა, რომ მონაკოში რედ ბული მართლაც არასტაბილურია და ლიდერებს დაახლოებით ნახევარი წამით ჩამორჩება. დღეს მესამე პრაქტიკა და კვალიფიკაცია გაიმართება, ხოლო ხვალ რბოლა ჩატარდება.









