მანჩესტერ იუნაიტედის საყრდენმა ნახევარმცველმა, კარლოს კაზემირომ მადრიდის რეალის დატოვების მომენტი გაიხსენა. მისთვის ყველაზე მძიმე კარლო ანჩელოტისთან დამშვიდობება იყო, მან ბრაზილიელი ჩამშლელის ტრანსფერის მომენტში ცრემლები ვერ შეიკავა. თავად მოთამაშე ამ ისტორიას ასე იხსენებს:
"ეს აქამდე არავისთვის მითქვამს. მანჩესტერში გადასვლის თაობაზე მხოლოდ ერთხელ დავეჭვდი - როდესაც რეალში ანჩელოტის დავემშვიდობე. მან ვერ შეიკავა ცრემლები, რის შემდეგაც გაკვირვებულმა ვუთხარი: "ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ შენ ტირილი შეგეძლო. ვიფიქრებდი ნებისმიერზე, მაგრამ არა შენზე".
კარლომ მიპასუხა - "არ ვიცი, რატომ ვტირი. უბრალოდ ძალიან მიყვარხარ და არ მინდა, რომ რეალიდან წახვიდე". გავიაზრე, თუ რა ძვირფასი ვიყავი იტალიელი სპეციალისტისთვის და ზოგადად მადრიდისთვის. იუნაიტედში ტრანსფერზე დავეჭვდი, მაგრამ უკვე გვიანი იყო, ვერაფერს შევცვლიდი", - განაცხადა "წითელი ეშმაკების" ჩამშლელმა.