ბრაზილიელი ფეხბურთელი ნეიმარი, რომელიც კარიერის ბოლო სეზონებს მშობლიურ სანტოსში ატარებს, მორიგ სკანდალში გაეხვა.
კერძოდ, სანტოსის წინა მატჩში, რომელიც შაპეკოენსესთან გაიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა, ნეიმარი თავის 21 წლის თანაგუნდელს ბონტემპოს წაეკამათა და შეურაცხყოფა მიაყენა.
მატჩის შემდეგ ის გასახდელში კიდევ ერთ გუნდებს შეეკამათა, თუმცა ნეიმარმა ეს ინფორმაცია უარჰყო: „ეს მთელი გუნდის საუბარი იყო. ყველა, ვინც არაკეთილსინდისიერ და ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, არაფერი იცის“.
დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს, ნეიმარი სანტოსის ბაზაზე მივიდა, თუმცა არ უვარჯიშია, ფოტო გადაიღო, ყავა დალია და წავიდა.
ცნობილია ისიც, რომ ეს ყველაფერი სამწვრთნელო შტაბის გეგმებში არ შედიოდა და ნეიმარს გუნდთან ერთად ჩვეულებრივად უნდა ევარჯიშა.
საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელმძღვანელობა. ისინი დღეს ასევე საწვრთნელ ბაზაზე იმყოფებოდნენ.











