ლივერპულის მეკარეების ყოფილმა მწვრთნელმა, ჯონ ახტერბერგმა, ალისონ ბეკერის გარშემო არსებული სიტუაციის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი გოლკიპერი ლევ იაშინის სახელობის ჯილდოს ნომინანტებს შორის უკვე 2 წელია, რაც ვერ ხვდება. ნიდერლანდელი დამრიგებელი თვლის, რომ "წითლების" კარის დარაჯს უსამართლოდ ექცევიან.
"ალისონი მსოფლიოს საუკეთესო მეკარე იყო და ეს ახლაც ასეა. ამის მიუხედავად, უკვე ორი წელია, რაც ის იაშინის ჯილდოს ნომინანტებს შორის ვერ ხვდება. ჩემი აზრით, ბეკერი კიდევ მინიმუმ 2 წელი უმაღლეს დონეზე ითამაშებს. ის, რაც მის გარშემო ხდება, ყველას მხრიდან სრული უპატივცემულობა არის.
არ ვიცი, თუ ვინ ადგენს ამ სიებს, თუმცა ვინც არ უნდა იყოს, წარმოდგენა არ აქვს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეარჩიო საუკეთესო მეკარე", - განაცხადა მერსისაიდელთა ყოფილმა მწვრთნელმა. შეგახსენებთ, ბრაზილიელი გოლკიპერისგან განსხვავებით, იაშინის ჯილდოზე წარდგენილია "სქაუზერთა" მომავალი კარის დარაჯი, გიორგი მამარდაშვილი.
ქართველი მეკარე უკვე არის ენფილდელების საკუთრება, თუმცა განათხოვრების წესით ის ერთი სეზონით ვალენსიაში დარჩა. მისი ინგლისურ გრანდში გადასვლა 2025 წლის ზაფხულში მოხდება. ვარაუდობენ, რომ არნე სლოტის გუნდის ამჟამინდელი გოლკიპერი საუდის არაბეთში გადავა.
კილიან მბაპემ გაიხსენა, თუ როგორ აღმოჩნდა ის მოზარდობაში ზინედინ ზიდანის ინიციატივით მადრიდის რეალში. გავიდა თითქმის 15 წელი და ფრანგი ფორვარდი დღეს ბრწყინავს "სამეფო კლუბში", ეროვნულ გუნდში კი მისი დამრიგებელი სწორედ "ზიზუა". "ყველაფერი განვითარდა ფილმის სცენარით - დიდი ხნის წინ…
რეალ მადრიდის ოფიციალურ განცხადებაში, როგორც ვკითხულობთ, ფედერიკო ვალვერდეს მარცხენა კოჭის მესამე ხარისხის დაჭიმულობა დაუდგინდა. დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, იყო საშიშროება, რომ ურუგვაელ ნახევარმცველს 2 თვე გაეცდინა, თუმცა ახლა დადასტურდა, რომ დაზიანება მძიმე არ არის და 2…
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, 26 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს შინ, საბერძნეთთან მატჩით განაახლებს. ხოლო 1 და 6 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიას და გერმანიას დაუპირისპირდება. რამაზ სვანაძის გუნდმა დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე არასრული შემადგენლობით პ…
2026 წელი ქართველი მებრძოლებისთვის UFC-ში მიმდინარეობს წარუმატებლად. ექვსი გამართული დაპირისპირებიდან ჩვენმა თანამემამულეებმა მხოლოდ 1 მოიგეს. საუბარია ლევან ჩოხელის ნოკაუტზე ლეონ შაჰბაზიანთან. რაც შეეხებათ სხვებს, თავის კარიერაში პირველად წააგო ილია თოფურიამაც კი, რომელიც ქამრის…
მილანის მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა ლეჩესთან გამარჯვების შემდეგ, მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა. "მანჩესტერ იუნაიტედში დაშვებულ შეცდომებს მილანში ვეღარ გავიმეორებ. თუ გარკვეული სტილით სათამაშოდ საჭირო მახასიათებლები არ გვაქვს, მაშინ შევიცვლებით და განსხვავებულ სტილ…
ლიონელ მესის კარიერაში დაუგროვდა 75 გატანილი ჯარიმა და ახალ რეკორდამდე ის ერთ ნაბიჯში იმყოფება. ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მოთამაშეა 1-ელ პოზიციაზე ამჟამად. ნაწილი ლიდერად თვლის ჟუნინიო პერნამბუკანოს (77), ნაწილი კი მარსელინიო კარიოკას (78). ვინც…
რეალ მადრიდისა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა კილიან მბაპემ 2026 წლის ოქროს ბურთის შესახებ მედიასთან ისაუბრა. "ოქროს ბურთი? ამასთან დაკავშირებით მშვიდად ვარ. ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო და ვფიქრობ, ყველაფერს თავი გავართვი. ახლა კი მხოლოდ უნდა დაველოდოთ. ჩემი ინდ…