მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო ერთადერთი გოლი მასპინძლებმა 71-ე წუთზე გახსნეს — თავი კაიემბემ გამოიჩინა და გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.
აღნიშნულ შეხვედრაში სრულად ითამაშა გიორგი ჩაკვეტაძემ და Sofascore-სგან 7,1 ქულიანი შეფასება დაიმსახურა. ქართველმა ფეხბურთელმა 28 ზუსტი პასი და ორი წარმატებული დრიბლინგი მიითვალა.
12 მატჩის შემდეგ, უოტფორდს 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფება, ხოლო შემდეგ ტურში შეფილდ უენსდეის ესტუმრება.




![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)







