გიორგი ჩაკვეტაძის ისტორია გენტში სრულდება, უოტფორდმა ფეხბურთელის გამოსყიდვა გადაწყვიტა. ინგლისური გუნდი კონტრაქტში არსებულ პუნქტს უახლოეს პერიოდში აამოქმედებს. საუბარია €2-3 მილიონიან გარიგებაზე. ამ ტრანსფერიდან თანხის 50%-ს დინამო თბილისი მიიღებს.
ქართველი შემტევი გენტში 2017 წელს გადაბარგდა, რა დროის განმავლობაშიც 68 მატჩის ჩატარება მოასწრო. ამ პერიოდში იყო იჯარა ჰამბურგში და შემდეგ სლოვან ბრატისლავაში.
გიორგი უოტფორდში 2023 წლის ზაფხულში გადავიდა, მხარეებს შორის 1 წლიანი საიჯარო ხელშეკრულება დაიდო, გამოსყიდვის უფლებით. რთული პირველი წრის შემდეგ, ჩაკვეტაძე ახლა უოტფორდის სასტარტო შემადგენლობის შეუცვლელი წევრი გახდა. 25 მატჩი, 1 გატანილი გოლი და 2 საგოლე გადაცემა, სტატისტიკა რომელიც ქართველ შემტევს ამ დროში დაუგროვდა.