ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ჩრდ.ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.
არადა, ჩვენი ნაკრები ფურცელზე აშკარა ფავორიტი იყო და პირველი ჩაგდებული ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში ბევრი რეალური მომენტი გვქონდა, რომელიც ევრ გამოვიყენეთ და დავისაჯეთ.
მატჩამდე ერთი საათით ადრე, ჩრდ.ირლანდიელები რომ ჩვენი ნაკრების სასტარტო 11-ეულს გასახდელში ნახავდნენ, შიშის ზარი დაეცემოდათ, რადგან ჩვენი ნაკრების ისტორიაში უნიკალური ფაქტი დაფიქსირდა.
საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველად მოხდა, რომ სასტარტო თერთმეტეულის 7 ფეხბურთელი ტოპ 5 ლიგაში თამაშობს, თან ყველა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და სასტარტო შემადგენლობის წევრია. ამასთან ერთად, ვილი სანიოლს სათადარიგოთა სკამზე ტოპ 5 ლიგის კიდევ 2 წარმომადგენელი ჰყავდა - გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი წიტაიშვილი.
ტოპ 5 ლიგის 7 ქართველი ფეხბურთელი, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო.
| ფეხბურთელი | კლუბი |
| გიორგი მამარდაშვილი | ლივერპული (პრემიერ ლიგა) |
| საბა გოგლიჩიძე | მონცა (სერია A) |
| ლუკა ლოჩოშვილი | კიოლნი (ბუნდესლიგა) |
| გიორგი ქოჩორაშვილი | სევილია (ლა ლიგა) |
| გიორგი კვერნაძე | ფროსინონე (სერია A) |
| ჟორჟ მიქაუტაძე | ვილიარეალი (ლა ლიგა) |
| ხვიჩა კვარაცხელია | პსჟ (ლიგა 1) |











