საქართვლოს ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი წარუმატებლად დაიწყო და საკუთარ მოედანზე ჩრდ.ირლანდიის ნაკრებთან 0:1 დამარცხდა.
მეორე ნახევარში საქართველოს ბევრი მომენტი ჰქონდა, გოლის გატანა პენალტიდანაც შეგვეძლო, თუმცა ეს ვერ შევძელით და ბოლო წუთზე აქეთ დავისაჯეთ.
აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვებით ჩრდ.ირლანდიის ნაკრებმა ისტორია დაწერა და 2 გამორჩეული ფაქტი დააფიქსირა.
კერძოდ, ჩრდ.ირლანდიის ნაკრები 55 ევროპულ ქვეყანას შორის ერთადერთი გოლი, რომელსაც აქამდე ერთა ლიგის გასვლითი მატჩი მოგებული საერთოდ არ ჰქონდა. ეს საშინელი სერია კი საქართველოს ნაკრებთან დაასრულეს.
ამასთანავე, ჩრდ.ირლანდიის ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონში ისტორიაში პირველად გაიმარჯვა, არადა, მათ აქამდე 10 მატჩი ჰქონდათ ჩატარებული.











