2 ოქტომბერს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, საქართველოს საელჩომ ქართველ სპორტულ ჟურნალისტებს უმასპინძლა.
საქართველოს საელჩომ, 1 სექტემბრიდან, ბუდაპეშტის ისტორიულ შენობაში დაიდო ბინა. განახლებულ მისამართზე პირველი მიღება შედგა, სადაც ქართველ სპორტულ ჟურნალისტებს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ნიკოლოზ ლალიაშვილი შეხვდა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრას საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე, ლევან მგალობლიშვილი დაესწრო.
შეხვედრის ფარგლებში, დიპლომატებმა და ჟურნალისტებმა, სპორტული მედიის, სპრორტისა და დიპლომატიის მნიშვნელობაზე, ქვეყნის პოპულარიზაციასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრას, უნგრეთი - საქართველო, ბუდაპეშტის პუშკაშ არენაზე, სხვა ქართველ ჟურნალისტებთან ერთად, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თხუთმეტამდე სპორტული ჟურნალისტი გააშუქებს.
ბუდაპეშტში ჟურნალისტთა ხუთკაციანი ჯგუფის ტრანსპორტირება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა.











