რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთში ლურჯი ბარათის შემოტანა იგეგმება, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელი, უხეში თამაშის ან მსაჯთან კამათის გამო, 10 წუთით გავა მოედნიდან.
ამ სიახლეს კატალონიის ბარსელონას მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი, ეხმაურება და იდეის წინააღმდეგი არ არის.
"ვფიქრობ, უნდა ვცადოთ. ფიფა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სიახლეები დანერგოს, ჩვენ კი ამას მხარი უნდა ავუბათ.
არ ვიცი, რამდენად გაამართლებს და რამდენად კმაყოფილები დავრჩებით, თუმცა თუ არ ვცადეთ, ვერც გავიგებთ", - აცხადებს ჩავი.