გავლენიანი ფრანგული გამოცემა L'equipe პსჟ-ს ახლადშეძენილ ფეხბურთელს ლუკას დინს აკრიტიკებს და გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს.
ფრანგი მცველი მოქმედ ჩემპიონებს მიმდინარე ზაფხულს შეუერთდა, თუმცა ჯამში ჯერ მხოლოდ 78 წუთი ითამაშა და დაბალი შეფასებები მიიღო.
"პსჟ-ს მისგან სულ სხვა მოლოდინები ჰქონდა. დინი უნდა გამოფხიზლდეს. გასაგებია, რომ ის თავის პოზიციაზე მეორე ნომრად მოვიდა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ პენსიაზე უნდა გავიდეს ან პრე-სეზონზე ეგონოს თავი.
უნდა ეცადოს და იშრომოს, რომ ნუნო მენდეშზე უკეთესი იყოს, რადგან ნუნო ყველა მატჩს ვერ ითამაშებს. დინიმ უნდა იბრძოლოს ძირითადისთვის", - წერს გამოცემა.
მოგეხსენებათ, პსჟ-მ სეზონი წარუმატებლად დაიწყო და საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ორ ტურში ორივე ფრე ითამაშა.












