2024 წლის რაგბის 20 წლამდელთა მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრები იტალიას შეხვდა და მეტოქე 28:17 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 4 ლელო დადეს და ბონუს ქულაც ჩაიწერეს აქტივში — ხახუბიამ დუბლი გაიფორმა, ერთი ლელო კაჭვალაშვილის ანგარიშზეა, ხოლო მსაჯმა ერთი საჯარიმო ლელო ჩაგვითვალა.
3 ტურის შემდეგ B ჯგუფი 11 ქულით ირლანდიამ მოიგო, 8 ქულით მეორე ადგილი ავსტრალიამ დაიკავა, საქართველომ 6 ქულა მოაგროვა და მე-3 პოზიციაზე გავიდა, ხოლო იტალია 4 ქულით ბოლო ადგილზეა.
20 წლამდელთა მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპი დღეს დასრულდება და პლეიოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვევა.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი - ირაკლი ტყემალაძე