მორიგი გამარჯვება მოიპოვეს უმცროსმა ბორჯღალოსნებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიაში. საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკებმა ჩილეს 9 ლელო გაუტანა და 26:59დაამარცხა.
ქეიფთაუნის „სითი პარკზე“ ჩვენი გუნდი პირველ ტაიმში სრულად დომინირებდა და 7 უპასუხო ლელოთი 45:0 დაწინაურდა.
მეორე ტაიმში ქართველთა არეულობით მეტოქემ ისარგებლა და ოთხი ლელოთი ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეამცირეს, თუმცა შეხვედრის მიწურულს ვიტო კოლელიშვილის შეგირდებმა კიდევ ორი ლელო მიითვალეს და დიდი სხვაობით გაიმარჯვეს.
20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის დასკვნით შეხვედრას, უმცროსი ბორჯღალოსნები 30 მაისს მასპინძლების, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ გამართავენ, მატჩი თბილისის დროით, 16:30საათზე დაიწყება. “ჯუნიორ ბოკემ” ფიჯი 82:25 დაამარცხა.














![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)




