საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-20 ტურში, დავით ნინიაშვილის ლიონი ავივონ ბაიონას სტუმრობს — აღნიშნული მატჩი პირველივე წუთებიდან დაიწყო ქართველმა უკანახაზელმა.
შეხვედრის 32-ე წუთზე, დავით ნინაშვილი მეტოქეს უმძიმესად შეეჯახა, რის შედეგადაც ქართველი მორაგბე მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დავით ნინიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.