სუპერთასის მატჩის წინ, სადაც მადრიდის რეალი ატალანტას დაუპირისპირდება, სამეფო კლუბის მთავარ მწვრთნელს კარლო ანჩელოტის რამდენიმე კითხვა დაუსვეს.
ერთ-ერთი თემა ტონი კროოსის შეცვლას ეხებოდა, რაზეც ანჩელოტიმ თქვა, რომ ახალი სტილი უკვე მოფიქრებული აქვს.
"რა თქმა უნდა, ტონის წასვლა უდიდესი დანაკლისია, თუმცა მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ჩვენ უკვე გვაქვს ახალი სათამაშო სტილი, რომელზეც რეალი გადაეწყობა.
კროოსის მსგავსი სტილის ფეხბურთელი არ გვყავს, თუმცა გვყავს კამავინგა, ვალვერდე და ფეხბურთელები, რომლებსაც ამ პოზიციის შევსება თავიანთი დიდი რესურსით შეუძლიათ, ამიტომ მათ მაქსიმალურად გამოვიყენებ და რეალიც მათზე მორგებული სტილით ითამაშებს.
რაც შეეხება სუპერთასს, სეზონის სტარტია, ამიტომ პროგნოზის გაკეთება რთულია. რა თქმა უნდა, ერთი თამაშაი და მძიმე მატჩი გველის, თუმცა სეზონის ტიტულით დაწყება კარგი იქნება.
მბაპე გუნდს შემოუერთდა, ყველამ კარგად მიიღო და ბედნიერები ვართ, რომ გუნდში მისნაირი ფეხბურთელი გვყავს. დარწმუებული ვარ, თავის შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოავლენს", - განაცხადა ანჩელოტიმ.