სერია ა-ს 24-ე ტურის ფარგლებში მილანის ინტერი ესტუმრა რომას, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 4:2 დაამარცხა. მაყურებელმა იხილა უხვგოლიანი მატჩი, გარდამავალი უპირატესობით, საბოლოოდ კი ყველაფერი "ნერაძურის" ტრიუმფით დასრულდა. როგორც ვხედავთ, სერია ა-ს ლიდერი ვერც დანიელე დე როსის განახლებულმა "ჯალოროსიმ" შეაჩერა.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ანგარიში გახსნეს "შავ-ლურჯებმა" ფრანჩესკო აჩერბის გოლის შემდეგ. ჯანლუკა მანჩინიმ ბრძოლა გაათანაბრა, სტეფან ელ შაარავიმ კი "მგლები" წინ გაიყვანა და პირველი ტაიმიც ამ ანგარიშით (2:1) დასრულდა. მეორე ნახევარში მარკუს ტურამმა მალევე აღადგინა წონასწორობა, ანხელინო ტასენდეს ავტოგოლით კი მეაცას ბინადრებმა ქამბექიც გამოადნეს.
შეხვედრაში საბოლოო წერტილი ალესანდრო ბასტონიმ დასვა - 2:4 სიმონე ინძაგის გუნდის სასარგებლოდ. ინტერნაციონალეს უგროვდება 60 ქულა და ტურინის იუვენტუსთან სხვაობა 7 ქულამდე იზრდება. "ბებერი ქალბატონი" თავის მატჩს ჩაატარებს ორშაბათს, უდინეზესთან.