პრემიერ ლიგის 36-ე ტურის კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ენფილდზე გაიმართა. მაყურებელმა ლივერპულისა და არსენალის საკმაოდ საინტერესო და დაძაბული შეხვედრა იხილა, სადაც გუნდებმა ქულები გაიყვეს. მატჩი საბოლოო ჯამში ფრედ, 2-2 დასრულდა.
ამ მატჩის შემდეგ ლივერპულმა 83 ქულას მოუყარა თავი, ხოლო არსენალმა 68 ქულას.
ლივერპული 2-2 არსენალი
გოლები: 1-0 კოდი გაკპო 20', 2-0 ლუის დიასი 21'. 2-1 გაბრიელ მარტინელი 47', 2-2 მიკელ მერინო 70'.








