ინგლისის პრემიერ ლიგის ბოლოსწინა, 37-ე ტურში ასტონ ვილამ ლივერპულს უმასპინძლა და მეტოქე 4-2 დაამარცხა.
მასპინძლების მხრიდან დუბლი უოტკინსმა გაიფორმა, ხოლო თითო გოლი როჯერსმა და მაკგინმა გაიტანეს. სტუმრებიდან კი ორივე გოლი ცენტრალურის მცველის, ვან დაიკის ანგარიშზეა.
ასტონ ვილა 4-2 ლივერპული
გოლები: 1-0 როჯერსი (42'), 1-1 ვან დაიკი (52'), 2-1, 3-1 უოტკინსი (57', 73'), 4-1 მაკგინი (89'), 4-2 ვან დაიკი (90+2')
დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, ასტონ ვილას 62 ქულა აქვს, მე-4 ადგილზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის საგზური ოფიციალურად გაიფორმა. ლივერპული კი 59 ქულით მე-5 პოზიციაზეა.

![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)










