გუნდების პირველი დაპირისპირება სამეფო კლუბმა 1-0 მოიგო და უპირატესობა მოიპოვა. განმეორებითი მატჩი კი სტუმრებმა კარგად დაიწყეს და მე-16 წუთზე ბარენეჩეამ ანგარიში გახსნა. 30-ე წუთზე ენდრიკმა საპასუხო გოლი გაიტანა და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.
მეორე ნახევარში ანგარიში არაერთხელ შეიცვალა — 72-ე წუთზე ალაბას ავტოგოლით სოსიედადი კვლავ წინ გავიდა, ხოლო მე-80 წუთზე ოიარზაბალმა აიღო რეალის კარი და სხვაობა ორბურთიანი გახადა. 82-ე და 86-ე წუთებზე ბელინგემის და ჩუამენის გოლებით სამეფო კლუბმა გაათანაბრა და ფინალს მიუახლოვდა, თუმცა, 93-ე წუთზე ოიარზაბალმა დუბლი გაიფორმა და მატჩი დამატებით დროში გადავიდა. დამატებითი მეორე ტაიმის მე-10 წუთზე, რუდიგერმა მატჩის ბედი გადაწყვიტა და რეალი კოპა დელ რეის ფინალში გაიყვანა.
რეალი 4-4 სოსიედადი
გოლები: 0-1 ბერენეჩეა (16'), 1-1 ენდრიკი (30'), 1-2 ალაბა (ს.კ)(72'), 1-3 ოიარზაბალი (80'), 2-3 ბელინგემი (82'), 3-3 ჩუამენი (86'), 3-4 ოიარზაბალი (93'), 4-4 რუდიგერი (115')
ესპანეთის თასის ფინალში რეალის მეტოქე ხვალ, ატლეტიკოს და ბარსელონას მატჩში გაირკვევა, რომლის პირველი შეხვედრაც 4-4 დასრულდა.








